„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №38/ნ

2024 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (სსმ, №20, 20/02/2009, სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:

1. 110 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 112 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113-114 პუნქტები:

,,1​​13. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, წოდებისთვის დადგენილი სარგო,  წელთა ნამსახურობის დანამატი და რანგის დანამატი.

1​​14. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, წოდებისთვის დადგენილი სარგო და  წელთა ნამსახურობის დანამატი.“.

3. მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 1​​1, 1​3, 1​4, 1​5, 1​6, 1​​8 ,1​9, 1​​11, 1​12, 1​​13 და 1​​14 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

4. 88 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 810 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 811-812 პუნქტები:

,,811. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატისა და რანგის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

8​​12. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

6. მე-6 მუხლის 94 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 96 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-98 პუნქტები:

,,97. ამ მუხლის 811  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატისა და რანგის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, წოდებისათვის დადგენილი სარგო, წელთა ნამსახურობისა და რანგის დანამატები) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე)  კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

98. ამ მუხლის 812 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, წოდებისათვის დადგენილი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, წოდებისათვის დადგენილი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე)  კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე