„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-43/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-43/ნ

2022 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20.02.2009წ., 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-6 მუხლის :

1. 1 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 8 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.“.

2. 18 პუნქტის შემდეგ დაემატოს 19 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,19 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.“.

3. მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15, 16, 18 და 19 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

4. 8 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8 6 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

5. 86 პუნქტის შემდეგ დაემატოს 87 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8​ 7 . პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

6. 9 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91.  ამ მუხლის 8​1, 8​3, 8​6 და 87 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღიური ფულადი სარგოებისა და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმო შობილ ურთერთობაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი