წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-530
სარეგისტრაციო კოდი 400060000.22.023.016633
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2020
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 14.06.2024 სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 07.10.2016 თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, მონაწილის ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 23.03.2018 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 02.05.2023 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 11.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-530 2020 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 და   მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის  გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი დანართი №1 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის  გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ წყალსარგებლობის  საფასურის  გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ფურცელი არის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების  იძულებით აღსრულება. მუხლი 3🔗. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი 1. მოვალემ წყალსარგებლობის საფასური უნდა გადაიხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წყალსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზაციის  მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 4🔗. სააღსრულებო ფურცლის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი სააღსრულებო ფურცელს ავსებს და ხელს აწერს ორგანიზაციის  უფლებამოსილი პირი. მუხლი 5🔗. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები 1. ფურცლის შევსებისას აღინიშნება: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანიზაცია; ბ) სააღსრულებო ფურცლის ნომერი; გ) სააღსრულებო ფურცლის გამცემი  უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) ინდივიდიუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი,  შედგენის თარიღი , რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი; ზ) კრედიტორის დასახელება და  რეკვიზიტები;  თ) მოვალის დასახელება  და რეკვიზიტები; ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს ორგანიზაციის  ბეჭდით. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი  ------------------------------------ ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი  №  _________________________________________________________________________ (სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის  თანამდებობა, სახელი, გვარი)      _______________________________________________________________________________ (ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №,  შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი)    ______________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი     ______________________________________________________________________________   ______________________________________________________________________________   ______________________________________________________________________________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და  რეკვიზიტები   ­­­­­­­­­­­­­­­        ________________________________ მოვალის დასახელება  და რეკვიზიტები                   ________________________________   სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:        უფლებამოსილი პირი:                                           _____________________________          ბ.ა.