ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე

მიღების თარიღი 30.06.2020
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2020
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 89% 27.02.2023 „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 89% 25.06.2021 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.07.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 88% 03.08.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ 88% 30.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2020 წლის 30 ივნისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. მუხლი 2🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად განთავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. მუხლი 3🔗 ფიზიკურ პირებსა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა გადაუნაწილდებათ შემდგომ თვეებზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 4🔗 ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ დასუფთავების მოსაკრებლის დროებით გათავისუფლებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე