ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11/9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2020
matsne.gov.ge 154 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.10.077.) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 30.08.2023 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 29.02.2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.07.486.) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 30.08.2023 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 25.02.2020 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კონსტანტინე რეკვავას ქუჩა №5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.10.760 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 24.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11/9 2020 წლის 30 ივნისი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება. მუხლი 2🔗 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წინასაპროექტო კვლევის შედეგები წარმოადგინოს შემდეგ შემთხვევაში: როცა მშენებლობა დაგეგმილია უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარე რიონის ჯებირიდან 50 მეტრის არეალში, ტბების და წყალსაცავების პერიმეტრის 50 მეტრის არეალში, სასტუმროს მშენებლობისას, სკოლამდელი სააღმზრდელო და სასწავლო  დაწესებულებების მშენებლობისას, 8 მეტრზე მაღალი შენობების მშენებლობისას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე