„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6913-რს
სარეგისტრაციო კოდი
460000000.05.001.020040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა;“.

2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

4. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში.

4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის მიერ.“.

5. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

6. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეუთანხმებლად;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6913-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (6 მუხლი)

სპორტის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
როდის იქნა მიღებული „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6913-რს. სარეგისტრაციო კოდი — 460000000.05.001.020040.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6913-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 460000000.05.001.020040 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4919422/