1. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს:
ა) შეთავაზებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს;
ბ) მიიღოს ვაკანსიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ან მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;
გ) მიიღოს რჩევა კარიერის დაგეგმვის საკითხზე;
დ) მოითხოვოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილეობა ან, პირადი, დასაბუთებული ინტერესებიდან გამომდინარე, − აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა;
ე) სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურება უფასოდ მიიღოს.
2. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიმართ ამ კანონის პრინციპების გამოყენებ