დამსაქმებელს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევაში;
ბ) სამუშაოს მაძიებელი წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს;
გ) მონაწილეობა მიიღოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და სათანადო ღონისძიებებში, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებები უფასოდ მიიღოს;
ე) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით;
ვ) სააგენტოსგან უფასოდ მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებებ