1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიზნობრივი ჯგუფებია:
ა) უმუშევრები;
ბ) დასაქმებულები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე დგანან ან სამსახურიდან მალე გათავისუფლდებიან;
გ) საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები.
2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განსაკუთრებული ღონისძიებებია:
ა) სამუშაო ადგილის სუბსიდირება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დაცული სამუშაო ადგილის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შექმნა;
გ) პირის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ჩართვ