მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 88%
- მოქმედი 87%
- მოქმედი 85%
- მოქმედი 84%
- მოქმედი 84%
- მოქმედი 84%
- მოქმედი 83%
- მოქმედი 82%
- მოქმედი 82%
- მოქმედი 82%
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №5 |
|
2020 წლის 17 ივლისი ქ.თბილისი |
|
მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე
საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ
№5
2020 წლის 17 ივლისი ქ.თბილისი მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 755 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმა თანდართული სახით.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე
📎 დანართები (1)
დანართი.doc DOC ⬇
დანართი
[pic]
საჩივარი
მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს
მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის
შტამპის ადგილი
საჩივრის ავტორი:
შენიშვნა-1
სახელი, გვარი *
პირადი ნომერი *
ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
სახლის ტელეფონი
მობილური
ელექტრონული ფოსტა
მოსამართლე:
შენიშვნა-2
სახელი, გვარი *
სასამართლო
საქმის ნომერი *
ფიფქით* აღნიშნულია სავალდებულოდ შესავსები ველები
| |
| |
|დისციპლინური გადაცდომის სახე |
|შენიშვნა-3 |
| |
| |
|მონიშნეთ გადაცდომის ის სახე, რომელიც მიგაჩნიათ, რომ ჩაიდინა მოსამართლემ: |
| |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტის ან 722 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; |
| |
| |
|მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური|
|შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, |
|მე-10, მე-11, მე-13, 134, 135 ან 204 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის |
|მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება; |
| |
| |
|სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ |
|საფუძვლით; |
| |
| |
|სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული |
|დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; |
| |
| |
|სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის |
|მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; |
| |
| |
|მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან |
|არაჯეროვნად შესრულება; |
| |
| |
|მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის|
|გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს |
|სასამართლოსადმი ნდობას). |
| |
| |
| |
| |
|. |
| |
|საჩივრის არსის მოკლე მიმოხილვა |
|შენიშვნა-4 |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|. |
| |
|ქმედება, რაშიც გამოიხატა მოსამართლის მიერ |
|დისციპლინური გადაცდომის ჩადენა |
|(სავალდებულოდ შესავსები) |
|შენიშვნა-5 |
| |
|1. ქმედება |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|მტკიცებულება (არსებობის შემთხვევაში): |
| |
| |
|(დანართი № ) |
| |
| |
|2. ქმედება |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|მტკიცებულება (არსებობის შემთხვევაში): |
| |
| |
|(დანართი № ) |
| |
| |
|3. ქმედება |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|მტკიცებულება (არსებობის შემთხვევაში): |
| |
| |
|(დანართი № ) |
| |
|. |
| |
| |
|საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები |
|შენიშვნა-6 |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|თანდართული საბუთების ნუსხა |
|შენიშვნა-7 |
| |
|დანართი: 1 |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|ფურცლების საერთო რაოდენობა: |
| |
| |
| |
|ჩემი ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საფუძველზე, ფაქტები და გარემოებები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის|
|დაკავშირებული მონაცემების განზრახ არასწორი ან/და არასრული მითითება და გთხოვთ, შეისწავლოთ ჩემს მიერ მითითებული ფაქტები და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ |
|შესაბამისი რეაგირება. |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
| |
|ხელმოწერა |
|ხელმომწერის სახელი და გვარი |
|შევსების თარიღი |
| |
| |
|შევსებული ფორმა შეგიძლიათ ჩააბაროთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიას ან გამოაგზავნოთ ფოსტის/ელექტრონული ფოსტის |
|მეშვეობით. კანცელარია მუშაობს 10:00-დან 18:00 საათამდე (შესვენება 13:30-დან 14:30 საათამდე), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. |
| |
|. |
| |
|გაითვალისწინეთ, რომ: |
| |
|1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. |
|2. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების |
|დაწყებამდე გასულია 3 წელი. |
|3. თუ საჩივარში მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს|
|ხარვეზს. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება. |
|4. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური |
|სამართალწარმოება. |
|5. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებაზე ზედამხედველობა. მართლმსაჯულებას ახორციელებენ მხოლოდ საერთო |
|სასამართლოები და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ან გააუქმოს სასამართლოს აქტი. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან |
|შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით; |
|6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი მსჯელობს მხოლოდ მოსამართლის ქმედებაზე დისციპლინური სამართალწარმოების წესით და არ არის უფლებამოსილი|
|შეფასება მისცეს სხვა პირთა ქმედებებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ან მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. |
|7. დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება, თუ: მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში |
|მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა; არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის |
|მიმართ, იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის |
|კანონიერებას. |
|8. საჩივარი, მისი ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაშიც, უნდა იყოს ხელმოწერილი უშუალოდ საჩივრის ავტორის მიერ და შესაძლებელი უნდა იყოს მისი იდენტიფიცირება, რათა იგი |
|არ ჩაითვალოს ანონიმურად. ანონიმური ხასიათის საჩივარი არ განიხილება. ამასთან, თუ საჩივარი შემოტანილია წარმომადგენლის (ადვოკატის) მიერ თავისი მარწმუნებლის სახელით, |
|მას უნდა დაერთოს აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო თუ საჩივარი შემოტანილია წარმომადგენლის (ადვოკატის) მიერ თავისი სახელით, |
|წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. |
| |
| |
| |
| |
|ფორმასთან დაკავშირებით შეკითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ნომერზე (+995 32) |
|227-31-00 (122 ან 229) ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: disciplinary@court.ge; inspector@hcoj.gov.ge. |
| |
|. |
საჩივრის შევსების ინსტრუქცია
მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე
|გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას, რომელიც შედგენილია იმავე თანმიმდევრობით, ნუმერაციითა და დასახელებით, როგორც საჩივრის ფორმა. |
|დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე www.dis.court.ge. |
|ფორმაში გამოყენებულია შრიფტი: Sylfaen-ი. |
|ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს |
|ნომერზე +995 32 227-31-00 (შიდა 122 ან 229) ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (disciplinary@court.ge; inspector@hcoj.gov.ge). |
1. საჩივრის ავტორი
საჩივრის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მითითება აუცილებელია. ორი ან მეტი საჩივრის ავტორის მითითებისას თითოეული მათგანის მონაცემები უნდა დაიწეროს და დაინომროს თანმიმდევრობით. საკონტაქტო მონაცემების (ძირითადი და ფაქტობრივი მისამართი, სახლის ტელეფონი, მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტა) მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მითითება ხელს შეუწყობს საჭიროების შემთხვევაში საჩივრის ავტორთან დროულად დაკავშირებას.
2. მოსამართლე
მოსამართლის სახელის, გვარის და საქმის ნომრის (თუ საჩივარი შეეხება კონკრეტულ საქმეს) მითითება სავალდებულოა. ორი ან მეტი მოსამართლის მითითებისას, თითოეულ მათგანზე მონაცემები უნდა დაიწეროს და დაინომროს თანმიმდევრულად. საქმის განმხილველი სასამართლოს მითითება არ არის სავალდებულო, მაგრამ ხელს შეუწყობს კონკრეტული საქმის მასალების დროულად მოძიებას.
3. დისციპლინური გადაცდომის სახე
დისციპლინური გადაცდომის სახის მითითებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაცდომის სახე უშუალოდ საჩივრის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს.
4. საჩივრის არსის მოკლე მიმოხილვა
საქმის არსის მოკლე მიმოხილვა წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის მაქსიმალურად კონკრეტულ და ლაკონურ აღწერას. ამასთან, რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მსჯელობისას მითითებული უნდა იყოს თითოეულის რეკვიზიტები.
5. ქმედება, რაშიც გამოიხატა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
წინამდებარე გრაფა წარმოადგენს „საქმის არსის მოკლე მიმოხილვის“ ერთგვარ რეზიუმეს, სადაც პუნქტობრივად მიეთითება მხოლოდ იმ კონკრეტულ ქმედებებზე და გარემოებებზე, რომლებიც საჩივრის ავტორის აზრით არის მნიშვნელოვანი და მიუთითებს მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაზე. არ უნდა მიეთითოს იმ ქმედებებსა და გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენასთან არ არის დაკავშირებული. ასეთ ქმედებებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური მხედველობაში არ მიიღებს. ქმედებები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრობით. ქმედებების მითითება, რაშიც გამოიხატა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, სავალდებულოა. მოცემულ ფორმაში არსებობს სამი ქმედების დასაფიქსირებელი გრაფა, მაგრამ სამზე მეტი ქმედების მითითებისას უნდა იქნეს დაცული აღნიშნული მითითების სტანდარტი. გადაცდომის შესაძლო შემთხვევების ნამდვილობა დასტურდება მტკიცებულებ(ებ)ით. თითოეული ქმედების დასადასტურებლად უნდა იყოს მითითებული საჩივრის ავტორისთვის ცნობილ ყველა მტკიცებულებაზე. ამასთან, საჩივრის ავტორი უფლებამოსილია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დაურთოს საჩივარს და მიუთითოს დანართის სახით. მტკიცებულებების ჩამონათვალი ერთმანეთისაგან გამოიყოფა აბზაცით და ინომრება თანმიმდევრულად.
6. საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები
სამართლებრივი საფუძვლების მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ფაქტებისა და მტკიცებულებების სამართლებრივად დასაბუთება. საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები ნათლად და ლაკონურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, სათითაოდ (პუნქტობრივად) უნდა იყოს მითითებული და თანმიმდევრობით დანომრილი.
7. თანდართული საბუთების ნუსხა
საჩივარი და თანდართული საბუთები (მტკიცებულებები) წარმოდგენილი უნდა იყოს სამართალწარმოების ენაზე. თანდართული საბუთების ნუსხა მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად. თითოეულის გასწვრივ უნდა მიეთითოს ფურცლების რაოდენობა, ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ - ფურცლების საერთო რაოდენობა. თითოეულ თანდართულ საბუთს უნდა ეწეროს დანართის ნომერი, რომელიც უნდა ემთხვეოდეს საჩივრის ფორმაში დაფიქსირებულ რიგითობას.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია