სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.08.2020
ძალაში შესვლა 01.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 220060000.22.034.017048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,217 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2020 მიღება
01.02.2021 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
საოპერაციო პროგრამა
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა.
მუხლი 2
სპეციალური ელექტრონული პროგრამა
საოპერაციო პროგრამასთან ინტეგრირებული პროგრამა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მონაცემთა ბაზაში ასახვა სამინისტროს ელექტრონული სერვისის საშუალებით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 29.06.2018 „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 02.02.2023 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 89% 29.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 24.06.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონი 88% 22.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება  №119 2020 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52​2 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული თანდართული მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამით სარგებლობისთვის, სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის და სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალიწინებულ და ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტზე (შემდგომში  – სუბიექტი); ბ) სუბიექტის ფილიალზე, რაც წესის მიზნებისათვის გულისხმობს სუბიექტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სადაც უშუალოდ ხორციელდება სუბიექტის საქმიანობა ან მისი ნაწილი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საოპერაციო პროგრამა„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა. ბ) სპეციალური ელექტრონული პროგრამა – საოპერაციო პროგრამასთან ინტეგრირებული პროგრამა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მონაცემთა ბაზაში ასახვა სამინისტროს ელექტრონული სერვისის საშუალებით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა. თავი II. სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მუხლი 3🔗. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამა უნდა შეიცავდეს შემდეგ ველებს: ა) ინფორმაცია სუბიექტის შესახებ: ა.ა) სუბიექტის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტობრივი მისამართი; ა.ბ) ინფორმაცია სათავო დაწესებულებისა და ფილიალ(ებ)ის შესახებ; ბ) ინფორმაცია მოძრავი ნივთის დამგირავებლის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი; გ) ინფორმაცია გირავნობის საგნის შესახებ: გ.ა) გირავნობის საგნის აღწერა: ტიპი (ტექნიკა, ძვირფასეულობა, ანტიკვარიატი, ნახატი), მდგომარეობა (ახალი, მეორეული, დაზიანებული), ინდივიდუალური მახასიათებლები, კერძოდ: ტექნიკის შემთხვევაში: დასახელება, მწარმოებელი, მოდელი, ინდივიდუალური სერია ან/და ნომერი, ღირებულება; ძვირფასეულობის შემთხვევაში: დასახელება, წონა, სუფთა წონა, სინჯი, ძვირფასი ქვა, ღირებულება; ანტიკვარიატის შემთხვევაში: დასახელება, გამოშვების წელი, ღირებულება. ნახატის შემთხვევაში: ნახატის ავტორი, დასახელება, ღირებულება. მდგომარეობა (ახალი, მეორეული, დაზიანებული). გ.ბ) გირავნობის საგნის ფოტოსურათები; გ.გ) დამატებითი ინფორმაცია გირავნობის საგნის შესახებ. დ) ინფორმაცია გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ: დ.ა) შეწყვეტის თარიღი; დ.ბ) შეწყვეტის მიზეზი (მოთხოვნის გაუქმება, გირავნობის საგნის განადგურება, გირავნობაზე უარის თქმა, სუბიექტის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლა, გასხვისება). 2. სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 1 წლის ვადით. სუბიექტი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წაშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. მუხლი 4🔗. სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სამინისტროს შესაბამის სპეციალურ პორტალზე www.api.pol.ge (შემდგომში – სპეციალური პორტალი) რეგისტრაცია; ბ) სუბიექტის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს ელექტრონული სერვისის  ინტეგრაცია და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია  1. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სპეციალური ელექტრონული პროგრამის შესაბამისობის შემოწმებისა და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე. 2. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისას პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ავსებს შემდეგ მონაცემებს: ა) საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პორტალზე ავტორიზაციისას მომხმარებლის სახელი), სუბიექტის დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ინფორმაციის შემვსები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; გ) სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (თუ სუბიექტი წარმოდგენილია ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ერთზე მეტი პირით, ეთითება ერთ-ერთი მათგანის მონაცემები). 3. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით და ამ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე გადასვლით. მუხლი 6🔗. სამინისტროს ელექტრონული სერვისის სუბიექტის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრაცია და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა 1. სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, სუბიექტი ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უზრუნველყოს სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის გამართვა. 2. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამა ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციას ან/და არ მოიცავს წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, სუბიექტს დამატებით განესაზღვრება 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ცვლილებების შესატანად ან შესაცვლელად. 3. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამა აკმაყოფილებს წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოახდენს კავშირის კონფიგურირებას, რის შემდგომაც სუბიექტს სამინისტროს ელექტრონული სერვისის გამოყენებით ეძლევა შესაძლებლობა სატესტო რეჟიმში განახორციელოს ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ხოლო ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ, გადაერთოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მუშაობის რეალურ რეჟიმზე. მუხლი 7🔗. სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდება წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სპეციალური ელექტრონული პროგრამის მუშაობის რეალურ რეჟიმში გაშვებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამინისტრო უზრუნველყოფს სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ეროვნული ბანკისათვის. მუხლი 8🔗. სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესი 1. სუბიექტი ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შეავსოს წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ველი. 2. სუბიექტი წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ველებს ავსებს სპეციალურ პორტალზე სუბიექტის რეგისტრაციის დროს. 3. სუბიექტი წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ველებს ავსებს შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე, ხოლო ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, შესაბამისი შეფერხების აღმოფხვრისთანავე. მუხლი 9🔗. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 2. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-ანალიტიკური ბანკის ინფორმაციულ რესურსებთან დაშვების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 ოქტომბრის №1/505 ბრძანებით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის. 3. სპეციალურ ელექტრონული პროგრამაში დაცული მონაცემი სამინისტროს მიერ ინახება გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 1 წლის ვადით. 4. ამ მუხლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემი ექვემდებარება დეპერსონალიზაციას. თავი III. წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმება მუხლი 10🔗. წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმება წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმებას ახორციელებს სამინისტრო. წესის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტრო შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას აწვდის საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც, თავის მიერ დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სანქციის გამოყენების თაობაზე.  მუხლი 11🔗. შემოწმების უფლებამოსილება 1. სამინისტრო უფლებამოსილია, შეამოწმოს მეწარმე სუბიექტის მიერ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან ერთად. თავი IV. გარდამავალი დებულებები მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები 1. სუბიექტები, რომლებსაც წესის ძალაში შესვლის დროისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი აქვთ სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია ან რეგისტრირებულები არიან საქართველოს ეროვნულ ბანკში, ვალდებულნი არიან მიმართონ სამინისტროს წესის ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის სამინისტროს მიერ სამინისტროს ელექტრონული სერვისის სუბიექტის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრაციისა და სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სუბიექტი წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ველებს არ ავსებს იმ მოძრავ ნივთებთან მიმართებაში, რომლებზეც გირავნობა წარმოიშვა წესის ძალაში შესვლამდე.