„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №117

2020 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016248) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო  პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო  პოლიცია) დასაქმებულ  პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირთა,  საჯარო მოხელეთა,  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას და სხვა ფულად გასაცემს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო სასაზღვრო პოლიციაში სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამართლებრივი აქტით – სასაზღვრო პოლიციის უფროსი/სასაზღვრო პოლიციის დირექტორი. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შესაძლებელია მიეცეს სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი.

4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის – სამუშაო დღეების მიხედვით.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გარდა) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არაუმეტეს ორი თვისა.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური