საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.07.2020
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016392
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2020 წლის 31 ივლისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დადგენილებით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის წესების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (პარკირების მოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და ა.შ.) გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები
1. ქალაქ საგარეჯოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით (ქვევიდან ზევით), დავით აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან 9 აპრილის ქუჩის კვეთამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
2. ქალაქ საგარეჯოში, ლესელიძის ქუჩაზე, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით, ლესელიძის ქუჩის და ერეკლე მეორეს ქუჩის კვეთიდან, ლესელიძის და თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე მოეწყოს ცალხრივი მოძრაობა.