საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №037
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 769 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2020 მიღება
01.09.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 22.04.2019 საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 94% 17.11.2022 საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 92% 18.05.2022 პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 92% 30.11.2018 საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 91% 26.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №037 2020 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების  საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – რანგირების  საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – რანგირების საკითხთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო. 2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით. მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილებები საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესით განსაზღვრული რანგის მინიჭების, შეცვლის ან/და უცვლელად დატოვების საკითხთა განხილვა. მუხლი 3🔗. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის, ადამიანური  რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები. მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭოს სხდომებს იწვევს და  წარმართავს, სხდომის ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ ან/და საბჭოს წევრთა 1/4 მოთხოვნით, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით. 3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს. 5. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა,  ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს სამდივნო (შემდგომში სამდივნო). ოქმს ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები და სამდივნოს წარმომადგენელი. 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, სათანადო დასაბუთებით არ დაეთანხმოს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციას.  მუხლი 5🔗. საბჭოს სამდივნო 1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭება/შეცვლასთან დაკავშირებით მასალების შეკრებას, სისტემატიზაციას და საბჭოსთვის გადაცემას უზრუნველყოფს  სამდივნო, რომლის თავმჯდომარესა და შემადგენლობას, განსაზღვრავს  გენერალური პროკურორი. 2. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, ადამიანური  რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის,  საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს თანამშრომლები. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭება/შეცვლასთან დაკავშირებით, სამდივნოსთვის მიმართვისა და შესაბამისი მასალების წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობენ: ა) გენერალური პროკურორი; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები; გ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელი; დ) გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ე) პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭების/შეცვლის შესახებ წარდგინებისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე, სამდივნო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, საკითხის საბჭოსთვის განსახილველად გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ. 5. წარდგინების შესწავლისას, სამდივნო უფლებამოსილია, პროკურატურის შესაბამისი ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან გამოითხოვოს დამატებითი მასალები. საჭიროების შემთხვევაში გაესაუბროს წარდგენილ კანდიდატს. 6. სამდივნო გადაწვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში მონაწილეობს სამდივნოს თავმჯდომარეც. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამდივნოს თავმჯდომარის ხმა. 7. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილება ეგზავნება კანდიდატს, რომელიც უფლებამოსილია ამ  გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში  აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საბჭოში. 8. საბჭოს გადაეცემა სამდივნოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, სამდივნოსათვის წარდგენილ კანდიდატთა სრულ სიასთან ერთად. მუხლი 6🔗. საბჭოს კომპეტენციის ფარგლები 1. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხს საბჭო განიხილავს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დებულებათა შესაბამისად. 2. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხს საბჭო განიხილავს სამდივნოს მიერ ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მოწოდებული მასალების საფუძველზე. 3. სამდივნოდან შესაბამისი მასალების მიღების შემდეგ, საბჭოს სხდომის მოწვევამდე, საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან სამდივნოს მეშვეობით გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია/მასალები. 4. საბჭოს სხდომაზე ინდივიდუალურად განიხილება თითოეული თანამშრომლის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხი. 5. საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე დასასწრებად მიიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი, რომლის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხიც იხილება. 6. საბჭოს გადაწყვეტილებით სხდომას შეიძლება დაესწროს პროკურატურის სხვა თანამშრომელიც. 7. რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობს საქმიანობის ზოგად პრინციპებზე დაფუძნებული საერთო კრიტერიუმებით (ინდიკატორებით): შეფასების შედეგები (მათ შორის საბოლოო ქულა და სამუშაო დატვირთულობა), სტაჟი, სამუშაო გამოცდილება, ინფორმაცია წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელის წარდგინება (მათ შორის ინფორმაცია საქმიანობის შესახებ, ინფორმაციას განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ, დადებითი ან უარყოფითი დახასიათება), მენტორობა, მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში. 8. გადაწყვეტილება რანგის მინიჭების/შეცვლის/უცველელად დატოვების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. 9. გადაწყვეტილება რანგის მინიჭების/შეცვლის/უცვლელად დატოვების შესახებ ეცნობება თანამშრომელს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 10. ზოგადი ინფორმაცია თანამშრომლებისათვის რანგის მინიჭების/შეცვლის/უცვლელად დატოვების შესახებ განთავსდება პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებგვერდზე – ინტრანეტზე. 11. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილებაზე საჩივარს საბჭო განიხილავს ამ მუხლის მე-3-მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე