ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.2020
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ,,საპატიო ასპინძელი”-ს წოდების მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელი“-ს მოწმობის და ,,საპატიო ასპინძელი“-ს მედლის ნიმუშების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.03.2020
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2020 წლის 14 აგვისტო
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ა.დ) ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ასპინძის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს საპატიო წოდება: „საპატიო ასპინძელი“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი“ დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ,,საპატიო ასპინძელის“ მედალის ნიმუში დანართი N3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების წესის, „საპატიო ასპინძელის“ მოწმობის და „საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშების დამტკიცების შესახებ “ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 მარტის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/03/2020; 010250050.35.140.016421).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს წოდება ,,საპატიო ასპინძელის” მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. წოდება ,,საპატიო ასპინძელი” ენიჭება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტში უცხოვრია არანაკლებ 5 წელი და ასპინძის (საქართველოს წინაშე) აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება, ხოლო საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა თაობისათვის. გამონაკლისი შემთხვევა დასაშვებია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. მინიჭებული წოდება „საპატიო ასპინძელი“, შესაძლებელია გაუქმებული იქნეს წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ.
მუხლი 2🔗. კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით):
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის, საქართველოს წინაშე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასპინძის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სახელის ღირსეულ წარმოჩენაში საქართველოს ფარგლებს გარეთ ან/და ქვეყნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებული არის ორდენით.
2. კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ:
ა) საზოგადოებრივ, შემოქმედებით კავშირებს და პროფესიულ ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) ფიზიკურ პირს, რომლის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მხარს უჭერს, ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არანაკლებ ასი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.
3. უფლებამოსილი პირები, წოდება „საპატიო ასპინძელის“ მისანიჭებლად, კანდიდატურას წარუდგენენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
ბ )კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
გ) ბიოგრაფიული მონაცემები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფიზიკური პირის მიერ წამოყენებული კანდიდატის შემთხვევაში, დამატებით წარმოადგენს მხარდამჭერ პირთა ხელმოწერებს, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.
4. წოდება „საპატიო ასპინძელი“ ენიჭება ყოველწლიურად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ, საზეიმო ვითარებაში ჩატარებული მნიშვნელოვანი თარიღის ან მოვლენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ( „შოთაობა“, „ასპინძობა“ და სხვა).
მუხლი 3🔗. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭება
1. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების კანდიდატის მიმართ (ან მინიჭებული პირის მიმართ), წარდგენილი დოკუმენტების (საჩივრის) შესწავლას (გადარჩევას) და განხილვას აწარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი);
2. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან და მის შემადგენლობაში შედიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მერის მოადგილე;
გ) საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი;
ე) ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი;
ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი.
3. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
4. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის :
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების საკითხის და მინიჭებულ წოდებასთან დაკავშირებით საჩივრის განსახილველად;
ბ) თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
გ) სხდომაზე ხდება წარმოდგენილი რეკომენდაციების და დოკუმენტების შესწავლა; დამატებითი ცნობების და ინფორმაციის გამოთხოვა;
დ) სხდომაზე წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი არის ორ ეტაპიანი და მოიცავს:
დ.ა) წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
დ.ბ.) კანდიდატის შერჩევა;
ე) სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მდივნის მიერ ფორმდება ოქმით, რომელშიც აისახება წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ.
ვ) ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ზ) სხდომაზე განსხვავებული აზრი ფიქსირდება ოქმში ან წერილობითი ფორმით დაერთვის ოქმს;
თ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
5. შერჩეული კანდიდატი გასცემს წერილობით თანხმობას.
6. სხდომის მდივანი აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც რეგისტრირდება პირი, რომელსაც მიენიჭა (გააუქმდა) წოდება „საპატიო ასპინძელი“; რეგისტრაციის ნომერი აისახება შესაბამის მოწმობაში (ცნობაში).
7. ყოველწლიურად წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს სამ პირს;
8. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და წერილობითი თანხმობის შესაბამისად, შერჩეული კანდიდატის მიმართ, გამოიცემა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი (ბრძანება) „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების შესახებ;
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
10. „საპატიო ასპინძელის“ წოდება პირს ენიჭება ერთხელ;
11. მოქალაქეს წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების შემდეგ გადაეცემა მოწმობა, მედალი და ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო, რომელიც დაფინანსდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, კულტურული ღონისძიებების მუხლით;
12. წოდება „საპატიო ასპინძელის“ დამადასტურებელ მოწმობაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელით, ხელს აწერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება ბეჭდით.
მუხლი 4🔗. ,,საპატიო ასპინძელის“ წოდების გაუქმება
პირს ,,საპატიო ასპინძელის“ წოდება შეიძლება გაუუქმდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ:
ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ასპინძის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.
მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი
1. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების წესში, ცვლილებები ან/და დამატებები შედის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2. წოდება „საპატიო ასპინძელი“ მინიჭების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა განთავსდეს მერიის ოფიციალურ გვერდზე.
დანართი N2
,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმა
.
დანართი N3
,,საპატიო ასპინძელის“ მედალის ნიმუში
.