„მუხლი 252. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისთვის სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამგვარად გამოცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეგზავნება ელექტრონულად, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია.