1. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პაი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შენატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ;“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი

1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება განთავსებული კაპიტალის, დამატებითი ფულადი შენატანების, ფულადი შემოწირულობების, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვის და გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან.

2. განთავსებული კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა, ასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად უდგენს განთავსებული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცნობა ნებადართული და განთავსებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;“.

4. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.“.

5. 25-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა;“.

6. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფულადი ფორმით განაღდებული კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);