1. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდების განსაზღვრისას დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები.“.
2. 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს პარტნიორთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.“.
3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასთან ერთად, მარეგისტრირებელი ორგანო ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ქმნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართს, რომელზეც ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესები.
22. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა შეტყობინების შესაბამისი პირისათვის ჩაბარებად ჩაითვლება.“.
4. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი წესით.“.
5. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. იმ სამეწარმეო საზოგადოებების დაშლის წესს, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.
6. 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული ზოგადი წესები.“.
7. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი საქმიანი წერილისა და ვებგვერდის წესები.