1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა7“ ქვეპუნქტი:

„ა7) განცხადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის მოთხოვნით;“;

2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) განცხადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის მოთხოვნით - 300 ლარი, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე - 500 ლარი;“.

3. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია  სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წარმომადგენლობითი ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV4 თავი:

„თავი XXXIV4

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის წე