1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, გარდა ამ კოდექსის XXXIV2 თავით განსაზღვრული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საკითხებისა, განიხილება ზოგადი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავს სასამართლო სამეწარმეო სუბიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა.
3. ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი პროცედურისთვის ამ თავით დადგენილი დასაშვებობისა და განხილვის ვადებით.
4. კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს მის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხს. ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხზე გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრი