1. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორი ან პარტნიორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაციის შენახვის ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, მის მიერ დაკავებულ თანამდებობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;

გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;

დ) სამეწარმეო საზოგადოების ყველა ლიკვიდატორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

ე) დოკუმენტების შესანახი სავარაუდო ადგილების დასახელებას და მისამართებს, თითოეული მათგანის უპირატესობის და ნაკლოვანების დასაბუთებით;

ვ) დოკუმენტების შენახვაზე და გაცნობაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ვინაობას და მათ წერილობით თანხმობას;

ზ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

თ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;

ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შენახვაზე პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა.

4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს სხვა ლიკვიდატორს/ლიკვიდატორებს განცხადების შესახებ და მისცემს მათ საპროცესო ვადას პოზიციის წარმოდგენისთვის. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტს საკითხს განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა ლიკვიდატორთა მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.

5. განჩინებაში მითითებული უნდა იყოს შესანახი ადგილი და პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრი