1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, ასევე დასანიშნი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;
გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს სასამართლოს კონკრეტულ პოზიციაზე პირის დანიშვნის მოთხოვნით;
გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;
დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ და ამ პირის მხარდაჭერის მიზეზებს;
ე) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დასანიშნად დასახელებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ამ პირის წერილობითი თანხმობა, სათანადო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.
3. სასამართლო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს. იმ შემთხვევაში თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ან დარღვეულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრი