1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა დანიშვნის საკითხს განიხილავს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით, თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.

2. დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს განჩინება, სადაც მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს დასაკავებელ თანამდებობასთან ყველაზე მეტად შესაბამის კანდიდატს.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობით სასამართლომ შესაძლებელია ამავე განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და ანაზღაურების წესი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეორგანიზაციის დროს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დანიშნულია დამოუკიდებელი ექსპერტ