1. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის/აქციონერთა განცხადების საფუძველზე.
2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებულნი არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;
გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;
დ) კრების მოწვევის მიზანს, მიზეზებსა და დღის წესრიგს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ აქციონერის/აქციონერთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. ასევე კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის ვინაობას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილია კრების თავმჯდომარის დანიშვნა;
ე) კრების ჩატარების სავარაუდო პერიოდს;
ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;
ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;
თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კრების თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში, თავმჯდომარედ დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა, ასევე ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს სამეწარმეო საზოგადოებას აქციონერთა მოთხოვნის თაობაზე და განუსაზღვრავს სამდღიან ვადას საპასუხო პოზიციის წარმოსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.
6. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო წყვეტს განჩინებით. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო განსაზღვრავს საერთო კრების ჩატარების კალენდარულ თვეს და ანიჭებს განმცხადებელ აქციონერებს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას. სასამართლოს ასევე შეუძლია დანიშნოს კრების თავმჯდომარე.
7. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხზე მიღებული განჩინება ჩაბარებიდან საჩივრდება კერძო საჩივრი