საქართველოს პრეზიდენტი                                                     სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

თანამედროვე პირობებში, როდესაც სამეწარმეო საზოგადოებებთან დაკავშირებული საკითხები ყოველდღიურად ვითარდება და უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს, საჭირო ხდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნეს არსებული გარემოს შესაბამისი რეგულაციები. დღითიდღე ცხადი ხდება, რომ სამეწარმეო სამართალთან დაკავშირებით არსებული ნორმები მთელ რიგ ასპექტებში საჭიროებს შევსებას. ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინოა დავების სასამართლოსთვის გადაცემის შემდგომ. საგულისხმოა, რომ დღეისათვის კანონმდებლობით არასათანადოდ არის მოწესრიგებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და კორპორაციული დავების განხილვისას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე.

არსებული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა სამეწარმეო სამართლის სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება და თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონმდებლობის შემუშავება. ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სრულყოფილად ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნით მომზადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას ემსახურება, რამაც, თავის მხრივ, წარმოშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება.

საყურადღებოა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტით გაფართოებულია სამეწარმეო ურთიერთობებისას წარმოშობილი ზოგიერთი საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევები, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი  არ ითვალისწინებს სამეწარმეო ურთოერთობიდან გამომდინარე საკითხების განხილვის სპეციალურ წესსა და პროცედურას; სათანადო რეგულაციების არარსებობის პირობებში მითითებული საკითხების განხილვა ხდება საერთო სასარჩელო წესით, სამი ინსტანციის მიერ, რაც შეუსაბამოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხის გადასაწყვეტად და ნეგატიურად იმოქმედებს ახალი კანონპროექტით დასახული მიზნების მიღწევაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განისაზღვროს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცალკეული საკითხების გადაწყვეტისათვის ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმი.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა სასამართლოს მიერ განხილვისა და გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მატერიალური ნორმის მიზნების შესაბამისად, საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შედეგად,  უზრუნველყოფილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების სასამართლოს მიერ განხილვა-გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მატერიალური ნორმის მიზნების შესაბამისად, საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად მოწესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხის სასამათლოს მიერ განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. ამ მიზნით, კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგიერთ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის სპეციალურ პროცედურას და არეგულირებს სასამართლოს მიერ გამოსაკვლევ საკითხთა ჩამონათვალს. კანონპროექტით ასევე მოწესრიგებულია  სასამართლოს მიერ  აქციონერთა და კოოპერატივის წევრთა კრების მოწვევის პროცედურები, საწარმოს შერწყმისას/გაყოფისას პარტნიორთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენის წესი, აგრეთვე საწარმოს დაშლის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საწარმოს დოკუმენტაციის შენახვის ადგილის განსაზღვრისა და ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხთა განხილვის პროცედურა. კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს ზემომითითებულ საკითხებს, მათ შორის, წარსადგენი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს,  სასამართლო განხილვისთვის დადგენილ ვადებს, ასევე შესაბამისი განჩინებების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ნორმებს (კანონპროექტით უზრუნველყოფილია თითოეულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) ერთჯერადი გასაჩივრების უფლება). კანონპროექტი ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საკითხთა განხილვას შემჭიდროვებულ ვადებში, კერძოდ, თითოეული ინსტანციის სასამართლოსთვის განხილვის ერთთვიან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 5-დღიან ვადებს, რაც განმცხადებლის ინტერესების ეფექტიან დაცვას ემსახურება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ახალ სახეს, კერძოდ, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელი იქნება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წარმომადგენლობითი ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შეჩერება, ამ უფლებამოსილებათა ჩამორთმევის მოთხოვნით აღძრულ საქმეებზე.

კანონპროექტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 300 ლარით, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე - 500 ლარით.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც შემოღებული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით წარსადგენი ახალი განცხადების ტიპი, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც შეადგენს 300 ლარს. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

დაინტერესებულ პირს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, მოუწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ბაჟი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, რომლის ოდენობა განისაზღვრება 300 ლარით. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

პროექტი

საქართველოს კანონი

„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობა