1. პარტნიორს, რომელმაც კრებაზე ხმა მისცა სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ და არ არის თანახმა მისი წილის გამოსყიდვის შეთავაზებულ ფასზე, წილის გამოსასყიდი ფასის შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუძლია განცხადებით მიმართოს სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) და სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;
გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;
დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის მონაცემებს;
ე) მითითებას იმის თაობაზე, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა;
ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;
ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;
თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო პარტნიორის მოთხოვნის შესახებ აცნობებს სამეწარმეო საზოგადოებას და წილის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ამ კოდექსის 30912 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს.
5. წილის სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.
6. სასამართლო წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე იღებს განჩინებას. წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს
ა) წილის ღირებულება;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები;
გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, მისი საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.
7. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრი