საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 24.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №22/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №22/2020
2020 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 196-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო უბნების შემნის ბოლო ვადაა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის პირველი აგვისტო (2020 წლის პირველი აგვისტო), ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის.
საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის პირველ თებერვალს, პირველ მაისს, 15 ივლისსა და პირველ ნოემბერს ცესკოს გადასცემენ მათ ხელთ არსებულ განახლებულ ან ახალ მონაცემებს. მიღებული მონაცემების სრულყოფილად დამუშავებას და ამომრჩეველთა სიის განახლებას სჭირდება გარკვეული დრო.
იმის გამო, რომ 2020 წლის 15 ივლისს ცესკოსთვის გადმოცემული მონაცემების სრულად დამუშავება 2020 წლის პირველ აგვისტომდე ვერ მოესწრო, საოლქო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელეს ამომრჩეველთა სიის პირველი მაისის მონაცემების მიხედვით დამუშავებული ვერსიით და საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, შექმნეს საარჩევნო უბნები.
ცესკოსთვის მოწოდებული 2020 წლის 15 ივლისის განახლებული/ახალი მონაცემების სრულად დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ასეთ საარჩევნო უბნებზე გამოიწვიოს კენჭისყრის დღის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელება, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბნებზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა (2020 წლის 11 სექტემბერი), საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შექმნან ახალი საარჩევნო უბანი (უბნები).
მუხლი 2🔗
საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საარჩევნო უბნის (უბნების) შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო უბნის (უბნების) შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 3🔗
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს.
მუხლი 4🔗
იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის შემადგენლობაში კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არაუგვიანეს მომდევნო დღისა, გამოაცხადოს ხელახალი კონკურსი, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესავსებად.
მუხლი 5🔗
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრს/წევრებს.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების საფუძველზე შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის 21-ე პუნქტით დადგენილ ვადებში.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან
2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი