„ომალოს თემის საარჩევნო ოლქში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი������������� 010.008.003.902
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება N 156/1999
1999 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ომალოს თემის საარჩევნო ოლქში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ
ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს ომალოს თემში მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის �ღ� ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ომალოს თემის საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დღე განისაზღვროს 1999 წლის 24-დან 31 ოქტომბრამდე, რომელიც უშუალოდ დაადგინოს №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიამ.
2. კენჭისყრის შემდეგ საარჩევნო ყუთი დაილუქოს დადგენილი წესით.
3. საარჩევნო ყუთის გახსნა მოხდეს 1999 წლის 31 ოქტომბერს 20 საათის შემდეგ N 18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.
ჯ. ლომინაძე