ზ. პოლოლიკაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 02/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №120

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

ზ. პოლოლიკაშვილისათვის უფლებამოსილებისმინიჭების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კა­ნონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქარ­თ­ვე­ლოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ზურაბ პოლოლი­კა­შვილს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხე­ლი მოა­წე­როს „საქართველოს მთავრობასა და შპს „მაგთი­კომს“შორის ერ­თი­ანი სამთავრობო ქსელის პროექტის გან­ხორ­ციელების თა­ო­ბა­ზე“2007 წლის 10 აგვისტოს გა­ფორ­მე­ბულ ურთიერთგაგების მე­მო­რან­დუმში შესატან ცვლილებებს (მემო­რანდუმის მოქ­მე­დებ­ის მთელი პერიოდის განმავლობაში).

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ, საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორ­ცი­ელ­ებ­­ის­ას), ყოველი კვარტალის ბოლოს წარუდგინოს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქართველოს მთავრობას.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლ. ჟვანიასათვის უფ­ლე­ბა­მოსილების მინიჭების შესახებ“საქართველოს მთავ­რო­­ბის 2008 წლის 28 დეკემბრის № 921 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური