შპს „ბვა“-ს (ს/ნ 412674850)
პარტნიორთა კრების ოქმი №01-20/შეტყობინება
ქ. თბილისი
24.08.2020
შპს „ბვა“-ს პარტნიორთა კრება მოწვეულ იქნა 2020 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე პარტნიორის შპს „მ და ვ“-ს (ს/ნ 212909904) მიერ მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №
33, ოფისი 6.
კრება გაიხსნა 2020 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №
33, ოფისი 6.
კრებაზე გამოცხადდა შპს „მ და ვ“-ს (ს/ნ 212909904) წარმომადგენელი სანდრო სუბელიანი (პ/ნ 10001068555).
კრებაზე არ გამოცხადდნენ პარტნიორები:
ევგენი ნიკიტინი (პასპორტის ნომერი: 710894701) მისამართი: ქ. მოსკოვი, დიმიტრი დონელის ქუჩა #16, ოთახი #36 და ბახოდირ ხუდაიაროვი (პ/ნ 01004002025) მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ქუჩა ენთუზიასტების გზატკეცილი, სახლი 24/43, ოთახი 44, რომელთაც ეცნობათ კრების მოწვევის შესახებ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გაეგზავნათ შეტყობინებები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით და კრების მოწვევის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“.
კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა შპს „მ და ვ“-ს წარმომადგენელი სანდრო სუბელიანი. თავმჯდომარის მიერ გაიხსნა პარტნიორთა კრება.
დღის წესრიგს წარმოადგენდა:
კომპანიის დირექტორად გიორგი ყავლაშვილის (პ/ნ 01015005953) დანიშვნის საკითხი.
ვინაიდან, კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი (კრებას არ ესწრებოდა ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორები) კრების თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარტნიორთა კრება იმავე დღის წესრიგით (კომპანიის დირექტორად გიორგი ყავლაშვილის (პ/ნ 01015005953) დანიშვნის საკითხი) გადაიდო 2020 წლის 7 სექტემბერს 11:00 საათზე მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №
33, ოფისი 6.
შესაბამისად, პარტნიორებს ევგენი ნიკიტინს (პასპორტის ნომერი: 710894701) მისამართი: ქ. მოსკოვი, დიმიტრი დონელის ქუჩა №
16, ოთახი №
36 და ბახოდირ ხუდაიაროვს (პ/ნ 01004002025) მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ქუჩა ენთუზიასტების გზატკეცილი, სახლი 24/43, ოთახი 44 გატყობინებთ, შპს „ბვა“-ს პარტნიორთა კრება გაიმართება 2020 წლის 7 სექტემბერს 11:00 საათზე მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №
33, ოფისი 6. კრების დღის წესრიგს წარმოადგენს კვლავ შემდეგი:
კომპანიის დირექტორად გიორგი ყავლაშვილის (პ/ნ 01015005953) დანიშვნის საკითხი.
პატივისცემით,
შპს „მ და ვ“-ს წარმომადგენელი, პარტნიორთა კრების თავმჯდომარე
სანდრო სუბელიანი