„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040090000.32.057.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 


1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუს­რუ­ლებ­ლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესას­რულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 31/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331)  და დადგე­ნი­ლე­ბის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელ­შეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებ­ლო­ბის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშ­ვათ­/წარ­მოეშ­ო­ბათ 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორ­მე­ბული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხ­ლო­საგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის თანხმობით, მიეცემათ დამატებთი 12 (თორმეტი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან) და სრულად გათავისუფ­ლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ამას­თან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება (ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით) და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალ­დებულება სამინისტროს წინაშე ან/და ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკო­მენ­დაციის შესაბამისად 2020 წლის 1 მარტიდან მიეცათ დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე