„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-10 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;“;

ბ) დებულების 11​2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 11​2. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

დ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ე) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ვ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ზ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 26 აგვისტოს №8 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე!6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების წარდგინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა, საკითხის მომზადება და მისი წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხების განხილვა/მომზადება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;

ლ) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული ან დაზიანებული  ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის და შესაბამისი მოწმობების დუბლიკატის მომზადების უზრუნველყოფა;

მ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ნ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2020.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2020. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.32.057.016336.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 26.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016336 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5025043/