,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
450040000.32.057.016271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2018 წლის 27 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:  
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) გაიოზ ფარცხალაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი;

ზ) ზვიად ბურჭულაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი;

თ) შესაბამისი დარგის მოწვეული 2 სპეციალისტი (ხელოვნებათმცოდნე, ურბანისტი, არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ან სხვა).“;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობა (საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, აგრეთვე, მდივანს, რომელიც, როგორც წესი, ასრულებს ცალკეულ ორგანიზაციულ ფუნქციებს. საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს საბჭოს არაწევრი პირიც.

3. საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს საბჭოს შემადგენლობაში დამატებით სხვა სპეციალისტებისა და ექსპერტების (მათივე თანხმობით) მოწვევის საკითხი, ასევე, საბჭო უფლებამოსილია მოსაზრებისათვის წერილობით მიმართოს შესაბამისი დარგის ექსპერტს, სპეციალისტს ან დაწესებულებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე