ერთი მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთი მხვრივ:
და
ბელგიის სამეფო,
ბულგარეთის რესპუბლიკა,
ჩეხეთის რესპუბლიკა,
დანიის სამეფო,
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,
ესტონეთის რესპუბლიკა,
ირლანდია,
საბერძნეთის რესპუბლიკა,
ესპანეთის სამეფო,
საფრანგეთის რესპუბლიკა,
ხორვატიის რესპუბლიკა,
იტალიის რესპუბლიკა,
კვიპროსის რესპუბლიკა,
ლატვიის რესპუბლიკა,
ლიტვის რესპუბლიკა,
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო,
უნგრეთი,
მალტის რესპუბლიკა,
ნიდერლანდების სამეფო,
ავსტრიის რესპუბლიკა,
პოლონეთის რესპუბლიკა,
პორტუგალიის რესპუბლიკა,
რუმინეთი,
სლოვენიის რესპუბლიკა,
სლოვაკეთის რესპუბლიკა,
ფინეთის რესპუბლიკა
შვედეთის სამეფო,
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,
წარმოადგენენ რა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებისა“ და „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულების მხარეებსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს (შემდგომში წოდებულნი, როგორც „წევრი სახელმწიფოები”), და
ევროპის კავშირი,
მეორე მხრივ;
ითვალისწინებენ რა 2013 წლის 1 ივლისს ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
საბერძნეთის რესპუბლიკა,
ხორვატიის რესპუბლიკა წარმოადგენს 2010 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი „ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების1 მხარეს (შემდგომში „შეთანხმება“).
მუხლი 2
შეთანხმების ტექსტი ხორვატიულ ენაზე2, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ოქმს, ავთენტურია, ისევე, როგორც სხვა ენების ვერსიები.
მუხლი 3
1. წინამდებარე ოქმი დამტკიცდება მხარეთა მიერ თავიანთი პროცედურების შესაბამისად. ოქმი ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან. თუმცა, თუ წინამდებარე ოქმი მხარეების მიერ დამტკიცდა შეთანხმების ძალაში შესვლის დღის შემდეგ, მაშინ იგი ძალაში შევა შეთანხმების 29 (1) მუხლის შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ მხარეებს შორის დიპლომატიური შეტყობინებების გაცვლის შემდეგ ბოლო შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ოქმის ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებელია.
2. წინამდებარე ოქმი გამოიყენება დროებით, მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2014 წლის 26 ნოემბერს, ორ დედნად, ბულგარულ, ხორვატიულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ და შვედურ და ქართულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით ევროპის კავშირის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
1 ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნებულია ოფიციალურ ჟურნალში L 321,20.11.2012, გვ.13
2 ხელშეკრულების ხორვატიული ტექსტი გამოქვეყნდება ოფიციალური ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში მოგვიანებით.
* ოფიციალური ჟურნალი: თუ ხელშეკრულების ხორვატიული ვერსია გამოქვეყნდება იმ დროს, როდესაც პროტოკოლი გამოქვეყნებულია, გთხოვთ განაახლოთ შენიშვნაც შესაბამისად.