📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით.

მიღების თარიღი 07.09.2020
ძალის დაკარგვა 06.08.2025
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 611 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2020 მიღება
06.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2020 წლის 7 სექტემბერი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1.  განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით ან მშენებლობის მარტივი შეტყობინებით. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის № 255 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს. მუხლი 2🔗 პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე განისაზღვროს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის № 255 დადგენილების 22-ე მუხლის და ამავე დადგენილების დანართი № 1 შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს: ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, სავალდებულოა „საავტომობილო გზების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინება. ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ და საკურორტო ზონებში სავალდებულოა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“  საქართველოს კანონის 35-ე და 45-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების და 41-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინება. 2.  საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ  და საკურორტო ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად  სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით გარდა 10 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 2 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობისა, 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე ელექტროგადამცემი  ხაზისა, ბანკომატის აპარატებისა; გარე რეკლამის ბანერებისა და აბრებისა; ლანდშაფტური მშენებლობისა; კონდინციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობისა; საჩრდილობელის მოწყობისა; შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოებისა, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობისა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟისა; შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებისა. 3.„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  106-ე მუხლის და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის № 255 დადგენილების 23-ე მუხლის მიხედვით, II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ; ბ)  საავტომობილო გზის მომსახურე კონტრაქტორი ორგანიზაციის (შ.პ.ს. - ს.ს. ამხანაგობა-ან/და სხვა) მიერ დამოწმებული ობიექტ(ებ)ის განთავსების გენგეგმას.რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ობიექტ(ებ)ის ზუსტი ფუნქციური დანიშნულება, საავტომობილო გზის დასახელება (კმ. პკ. მხარე, ასაშენებელი ობიექტის ან ობიექტების დაშორება გზის ღერძულა ხაზიდან და ადგილი დასახლებულია თუ დაუსახლებელი) განთავსების ადგილმდებარეობა ფაქტიური მდგომარეობით (გვერდით არსებული ობიექტები, ტროტუარი, გვერდული, კიუვეტი, გზაჯვარედინი, გამწვანება და სხვა გარემოებები) გ) სამშენებლო მოედნის ფოტოსურათებს. დ) არქიტექტურულ პროექტს; ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს; ვ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგებს; ზ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში); თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას. ი) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს. კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს; მუხლი 4🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს №34 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 20/08/2018 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016349 მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე