საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №101/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017960
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,581 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 07.07.2020 საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 02.06.2021 საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 23.05.2022 2019-2020 სასწავლო წლისათვის საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup>მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 31.10.2019 საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №101/ნ 2020 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​17“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს 2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი (შემდგომში – „პირი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“), საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს (შემდგომში – „წესი“). მუხლი 2🔗. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების პირობები 1. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ენიჭება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, პირადი განცხადების საფუძველზე, რაც წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სამაგისტრო გამოცდაზე/გამოცდებზე დაშვების წინაპირობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარედგინება ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მოსაპოვებლად პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შესაბამისად ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სათანადო ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი; ე) მინიჭებული აკადემიური ხარისხის შესახებ ინფორმაცია; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა); ზ) თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას პირმა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა დაურთოს: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიალურად დამოწმებული დიპლომის ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე). 4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევენ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების  სამსახური; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის განათლების სამსახური. 5. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მიზნით განცხადების წარდგენა იწყება 2020 წლის 21 სექტემბერს და გრძელდება ამავე წლის 25 სექტემბრამდე. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში,  განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი 2020 წლის 30 სექტემბრამდე. 6. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა ერთოდეს პირის: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიალურად დამოწმებული დიპლომის ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე). მუხლი 3🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა 1. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს მიღება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად. 2. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ. მუხლი 4🔗. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მიზნებისათვის სამინისტრო, ამ წესით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია) გამოითხოვს ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობით. მუხლი 5🔗. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა განსაზღვრა 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სამაგისტრო გამოცდაზე/გამოცდებზე  დაშვების  უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით წარდგენილი აქვს ელექტრონული განცხადება და დოკუმენტები და შესაბამისი სასწავლო წლისათვის არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ან არ იყო ჩარიცხული წინა წლებში საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე. 2. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ამავე წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ სსიპ  – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვს ინფორმაციას, 2020 წელს და წინა წლებში პირის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შესახებ. ცენტრი ვალდებულია, სამინისტროს მიმართვიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 3. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას; ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; გ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამავე აქტით გათვალისწინებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 4. პირი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე პირსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება. 6. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გამოიცემა რექტორის ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რექტორის ერთიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 25 ოქტომბრამდე აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. მუხლი 6🔗. დაფინანსების პირობები 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ წესით ჩარიცხულ პირს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. 2. სამინისტრო,  ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას: ა) საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის შესახებ, რომელზეც ჩაირიცხა პირი; ბ) მოპოვებული და გამოყენებული ჰქონდა თუ არა პირს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.   3. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგისტრატურის არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიენიჭება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების შემდეგ, სამინისტროსათვის წერილობითი ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე. 4. პირი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ. 5. პირზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და ამ პირის მიერ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობის სხვა პირობები, ასევე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის დრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია განისაზღვრება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფოს სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 7🔗. მობილობის უფლება ამ წესის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მობილობის ან შიდა მობილობის, ასევე,  სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით. მუხლი 8🔗. პირის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესახებ მონაცემების შენახვის ვადები და წესი 1. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას/შენახვას მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი საქმეთა ნომენკლატურით  დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შენახვას მოქმედი კანონმდებლობითა და სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი