ა) იმ სახელმწიფოს კანონით, სადაც საქონელი გადაიყიდება ან სხვაგვარად გამოიყენება, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეები ითვალისწინებენ, რომ საქონელი გადაიყიდება ან სხვაგვარად იქნება გამოყენებული ამ სახელმწიფოში; ან
ბ) ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იმ სახელმწიფოს კანონით, სადაც იმყოფება მყიდველის კომერციული საწარმო.
2. გამყიდველის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია წინა პუნქტში, არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც:
ა) ხელშეკრულების დადების მომენტში მყიდველმა იცოდა ან არ შეიძლება არ სცოდნოდა ასეთი უფლებების ან მოთხოვნების შესახებ;
ბ) ასეთი უფლებები ან მოთხოვნები არის შედეგი გამყიდველის მიერ იმ ტექნიკური ნახაზების, პროექტების, ფორმულირების ან სხვა საწყისი მონაცემების დაცვისა, რომლებიც მყიდველმა გადასც