მუხლი 41🔗
გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს საქონელი, რომელიც თავისუფალია მესამე პირების ნებისმიერი უფლებისაგან ან მოთხოვნისგან იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მყიდველი დათანხმდა მიეღო საქონელი, რომელიც დამძიმებული იყო ასეთი უფლებებითა და მოთხოვნებით. მაგრამ თუ ასეთი უფლებების ან მოთხოვნების საფუძველია სამრეწველო საკუთრება ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება, მაშინ გამყიდველის უფლებებს აწესრიგებს 42-ე მუხლ