2. თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს საქონლის შეცვლა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეუსაბამობა მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას და საქონლის შეცვლის მოთხოვნა განცხადებულია 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებასთან ერთდროულად ან მას შემდეგ გონივრულ ვადაში.
3. თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს გამყიდველისაგან გამოასწოროს ეს შეუსაბამობა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს არაგონივრულია ყველა გარემოების გათვალისწინებით. ხელშეკრულებასთან საქონლის შეუსაბამობის გამოსწორების მოთხოვნა განცხადებული უნდა იყოს ან 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებასთან ერთად ან მას შემდეგ გონივრულ ვადაშ