ა) თუ ხელშეკრულებით ან ამ კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა გამყიდველის მიერ მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას; ან
ბ) იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ მიაწვდის საქონელს 47-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად მყიდველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში ან განაცხადებს, რომ ვერ მიაწვდის საქონელს ამ წესით დადგენილ ვადაში.
2. თუმცა იმ შემთვხვევებში, როდესაც გამყიდველმა უკვე მიაწოდა საქონელი, მყიდველი კარგავს უფლებას გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება, თუ არ გააკეთებს ამას:
ა) მიწოდების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ საქონლის მიწოდება განხორციელებულია;
ბ) მიწოდების ვადის გასვლის გარდა ხელშეკრულების სხვა ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით - გონივრულ ვადაში:
I) მას შემდეგ, რაც მან შეიტყო არ უნდა შეეტყო ასეთი დარღვევა;
II) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მყიდველის მიერ დადგენილი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც გამყიდველი განაცხადებს, რომ ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ამგვარ დამატებით ვადაში; ან
III) 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველის მიერ მითითებული ნებისმიერი დამატებითი ვადის გასვლის შემდე