2. თუ გამყიდველი სთხოვს მყიდველს აცნობოს, მიიღებს თუ არა შესრულებას და მყიდველი არ შეასრულებს ამ თხოვნას გონივრულ ვადაში, გამყიდველს შეუძლია შეასრულოს ვალდებულება ამ მიმართვაში აღნიშნულ ვადაში. მყიდველმა ამ ხნის განმავლობაში არ უნდა მიმართოს სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებას, რომელიც შეუთავსებელია გამყიდველის მიერ თავის ვალდებულებათა შესრულებასთან.
3. თუ გამყიდველი შეატყობინებს მყიდველს, რომ იგი შეასრულებს ვალდებულებას გარკვეულ ვადაში, ითვლება, რომ ასეთი შეტყობინება შეიცავს აგრეთვე თხოვნას მყიდველისადმი აცნობოს თავისი გადაწყვეტილება წინა პუნქტის შესაბამისად.
4. მოთხოვნას ან შეტყობინებას გამყიდველის მხრიდან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად არა აქვს ძალა, თუ იგი არ მიუღია მყიდველ