2. თუ მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მესამე პირის გამო, რომელიც მან მოიწვია მთელი ხელშეკრულების ან მისი ნაწილის შესასრულებლად, ეს მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:

ა) იგი თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან წინა პუნქტის საფუძველზე; და

ბ) მის მიერ მიწვეული მესამე პირიც გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, რომ შეიძლებოდეს აღნიშნული პუნქტის დებულებათა გამოყენება ამ პირის მიმართ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ეს დაბრკოლება არსებობს.

4. მხარემ, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, უნდა შეატყობინოს მეორე მხარე დაბრკოლება და ამ დაბრკოლების გავლენა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების უნარზე. თუ ეს შეტყობინება მეორე მხარეს არ მიუღია გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც იგი ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა გამხდარიყო იმ მხარისთვის, რომელიც ვალდებულებას ვერ ასრულებს, ამ უკანასკნელს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალისათვის, რომელიც გამოწვეულია შეტყობინების მიუღებლობით.

5. ამ მუხლში არაფერი არ უშლის ხელს არც ერთ მხარეს განახორციელოს სხვა ნებისმიერი უფლება, ამ კონვენციის საფუძველზე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის გარდ