2. წინა პუნქტი არ მიიღება:
ა) თუ საქონლის არსებითად იმავე მდგომარეობაში დაბრუნების შეუძლებლობა, როგორშიც იგი მიიღეს, გამოწვეული არ არის მყიდველის მოქმედებით ან დაუდევრობით;
ბ) თუ საქონელი ან საქონლის ნაწილი 38-ე მუხლში გათვალისწინებული დათვალიერების შედეგად უვარგისი გახდა ან გაფუჭდა; ან
გ) თუ საქონელი ან მისი ნაწილი გაიყიდა ვაჭრობის ნორმალური წესით ან მოხმარებულ იქნა ან გადაკეთდა მყიდველის მიერ მისი ნორმალურად გამოყენების მიზნით იქამდე, სანამ იგი აღმოაჩენდა ან უნდა აღმოეჩინა, რომ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულება