2. თუ გამყიდველისთვის გაგზავნილი საქონელი მის განკარგულებაში გადავიდა დანიშნულების ადგილას და იგი მასზე განახორციელებს უარის თქმის უფლებას, მყიდველი საქონელს უნდა დაეუფლოს გამყიდველის ხარჯზე იმ პირობით, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ფასის გადახდისა და არაგონივრული უხერხულობის ან არაგონივრული ხარჯების გარეშე. აღნიშნული დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ გამყიდველი ან მის ხარჯზე საქონლის მიღებისათვის რწმუნებული პირი იმყოფება საქონლის დანიშნულების ადგილას. თუ საქონელი ამ პუნქტის თანახმად გადადის მყიდველის მფლობელობაში, მისი უფლებანი და მოვალეობანი რეგულირდება წინა პუნქტის დებულებები