2. აღნიშნული განცხადებების შესახებ ეცნობება დეპოზიტარს და მათში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ის ტეროტრიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია.

3. თუ წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილი განცხადებების ძალით, აღნიშნული კონვენცია ვრცელდება ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე და არა ყველა ტერიტორიულ ერთეულზე და თუ მხარის კომერციული საწარმოები მდებარეობენ აღნიშნულ სახელმწიფოში, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევა, რომ ხსენებული კომერციული საწარმოები არ მდებარეობენ აღნიშნულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში თუ ისინი არ მდებარეობენ იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომელზეც წინამდებარე კონვენცია ვრცელდება.

4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ აკეთებს განცხადებას, კონვენცია ვრცელდება აღნიშნული სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზ