მუხლი 96🔗
ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები იდებოდეს ან მტკიცდებოდეს წერილობითი ფორმით, ნებისმიერ დროს შეუძლია მე-12 მუხლის შესაბამისად განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის მე-11, 29-ე ან II ნაწილის ნებისმიერი დებულება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მისი მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით შეცვლა ან შეწყვეტა ან ოფერტი, აქცეპტი ან განზრახვის ნებისმიერი სხვა გამოხატულება ხდებოდეს არა წერილობით, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით, არ იქნება გამოყენებული, თუნდაც ერთ რომელიმე მხარეს თავისი კომერციული საწარმო ჰქონდეს აღნიშნულ სახელმწიფოშ