2. დენონსაცია ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან თორმეტთვიანი ვადის ამოწურვის შედმგომ მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში დენონსაციისთვის განსაზღვრულია განსხვავებული ვადა, დენონსაცია ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების შემდგომ ამგვარი ვადის ამოწურვით.

შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას ოთხმოცი წლის აპრილის თვის მეთერთმეტე დღეს, ერთ დედნად, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია.

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, არიან რა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენცია