2. განცხადებები და განცხადებების დადასტურება ხორციელდება წერილობითი ფორმით და ფორმალურად ეცნობება დეპოზიტარს.
3. განცხადება ამოქმედდება შესაბამისი სახელმწიფოსთვის კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად. ამავდროულად, განცხადება, რომლის თაობაზეც დეპოზიტარ ოფიციალურ შეტყობინებას იღებს კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ მისი მიღების თარიღიდან ექვსი თვის ვადის შემდგომი თვის პირველ დღეს. 94-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საპასუხო განცხადებები ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ ბოლო განცხადების მიღებიდან ექვის თვის შემდგომი თვის პირველი დღიდან.
4. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც წინამდაბარე კონვენციის საფუძველზე გააკეთა განცხადება, შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას მასზე უარი დეპოზიტარის სახელზე ოფიციალური წერილობით შეტყობინების მეშვეობით. ამგვარი უარი ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდგომი თვის პირველი დღიდან.
5. 94-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაზე უარის თქმა, აგრეთვე იწვევს აღნიშნული უარის ძალაში შესვლის თარიღიდან ნებისმიერი იმ საპასუხო განცხადების მოქმედების შეწყვეტას, რომელიც მეორე სახელმწიფო წარადგინა ამ მუხლის შესაბამისა