2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში იყენებს ერთი ან რამდენიმე ისეთი სახელმწიფოს ანალოგიურ ან მსგავს სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილენი, შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ კონვენცია არ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკთულებების ან მათი დადების მიმართ იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა კომერციული საწარმოები აღნიშნულ სახელმწიფოებში მდებარეობენ.
3. თუ სახელმწიფო, რომლის მიმართაც განცხადება კეთდება წინა პუნქტის შესაბამისად, შემდგომში ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფო, მაშინ ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ წარდგენილ განცხადებას, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან აქვს პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალა იმ პირობით, რომ ეს ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფო შეუერთდება ასეთ განცხადებას ან გააკეთებს საპასუხო ცალმხრივ განცხადება