2. თუ სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცება ან შეერთებას ახორციელებს მეათე რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომ, წინამდებარე კონვენცია, გამორიცხული ნაწილის გარდა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, აღნიშნული სახელმწიფოსათვის ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღიდან თორმეტთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და ამავდროულად არის საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტების შემუშავების შესახებ საერთო კანონმდებლობასთან დაკავშირებული 1964 წლის 1 ივლისს ჰააგაში მიღებული კონვენციის მხარე (1964 ჰააგის ფორმაციის კონვენცია) ან საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ საერთო კანონმდებლობასთან დაკავშირებულია 1964 წლის 1 ივლისს ჰააგაში მიღებული კონვენციის მხარე (1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენცია), ამავდროულად ახდენს ორივე კონვენციის, 1964 ჰააგის ყივა-გაყიდვების კონვენციის და 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის ან ერთ-ერთის დენონსაციას, ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინების გაგზავნის გზით.

4. 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის მხარე სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და 92-ე მუხლის საფუძველზე წარადგენს ან უკვე წარადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე კონვენციის II ნაწილით, ამავდროულად რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შერთებისას, ახდენს 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის დენონსაციას ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინებით.

5. 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის მხარე სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და 92-ე მუხლის საფუძველზე წარადგენს ან უკვე წარადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე კონვენციის III ნაწილით, ამავდროულად რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შერთებისას, ახდენს 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის დენონსაციას ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინებით.

6. წინამდებარე მუხლის მიზნისათვის, 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის ან 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის სახელმწიფო მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან შეერთება იქამდე არ ამოქმედდება სანამ ის დენონსაციები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ორ კონვენციასთან მიმართებით შესაძლოა მოეთხოვოთ ხსენებულ სახელმწიფოებს, არ შევა ძალაში. წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი კონსულტაციებს გადის ნიდერლანდების მთავრობასთან, როგორც 1964 წლის კონვენციების დეპოზიტართან, რათა ამ მხრივ, უზრუნველყოს საჭირო კოორდინაცი